ყოფილმა ელჩმა გიგი გიგიაძემ მუშაობა EPRC-ში დაიწყო

დანიასა და ისლანდიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძე თანამედობის დატოვების შემდეგ მუშაობას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში (EPRC) აგრძელებს.

EPRC-ში გადასვლის შესახებ გიგიაძემ Facebook-ზე დაწერა.

ცნობისთვის, ელჩობის პერიოდში გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილოჩოვას მხარდაჭერა გამოუცხადა და მათ ბრალს აბსურდული უწოდა, რის შემდეგაც ის დიპლომატიურ რეზერვში გადაიყვანეს.