ყოფილმა თანამშრომელმა რაღაც ფურცლები ააფრიალა, ეს არაფერს ნიშნავს – ვოლსკი ჩანაწერებზე

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი ეხმიანება გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს და ამბობს, რომ ეს “არაფერს ნიშნავს”.

მისი თქმით, საკითხის შესწავლა და კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია.

“გამოვიდა ერთი ყოფილი თანამშრომელი და თქვა, რომ ყველას ვუსმენთ, რაღაც ფურცლები წარმოადგინა და ააფრიალა. ეს არაფერს არ ნიშნავს, რა საკვირველია. მაგრამ, შესწავლა საკითხის და ამაზე მკაფიო კომენტარების გაკეთება საზოგადოების საყურადღებოდ არის აუცილებელი.

რაღაც ფურცელს რომ ააფრიალებს, ეს მტკიცებულება შეიძლება იყოს თქვენი ტელევიზიისთვის [მთავარი არხისთვის] მაგრამ, მტკიცებულება შეიძლება არ იყოს კომპეტენტური საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, დამატებითი კითხვები წარმოიშვა, ამ კითხვებს პასუხები სჭირდება”