ყოჩაღ “ქართულ ოცნებას” და იმ პარტიებს, რომლებმაც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენეს – კრამონი

“ყოჩაღ “ქართულ ოცნებას” და იმ პარტიებს, რომლებმაც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენეს”- ასე აფასებს, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, პოლიტიკური ძალების გადაწყვეტილებას, რომლებმაც შარლ მიშელის მიერ წარდგენილ, შეთანხმებაზე ხელისმოწერაზე მზაობა გამოთქვეს. ამის შესახებ კრამონი Twitter-ზე წერს.

“1 ნაბიჯი დარჩა! ყოჩაღ ”ქართულ ოცნებას” და იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც საქართველოს ინტერესი ყველაფერზე მაღლა დააყენეს და ხვალ შეთანხმებას მოაწერენ ხელს. სალომე ზურაბიშვილმა კრიზისის დროს, მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.  ევროპარლამენტის სახელით, ველი საქართველოს პარლამენტთან მუშაობის დაწყებას”- წერს  ვიოლა ფონ კრამონი.