შარლ მიშელის განცხადება უსუსტესი და არასწორი იყო – ვაშაძე

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ შეთანხმებიდან გასვლით პატივი არ სცა პარტნიორების გარანტიას, რასაც თავისი ფასი უნდა ჰქონდეს.

მისივე თქმით, ამაზე პირადად შარლ მიშელია პასუხისმგებელი, დღეს კი მისი განცხადება “უსუსტესი იყო”.

“კატეგორიულად მოვითხოვ შეთანხმების გარანტორი მხარეებისგან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ეს იყო ამ შემთხვევაში არასწორი განცხადება, ჩემი აზრით”,– ამბობს ვაშაძე.

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დღეს განცხადება გაავრცელა და პარტიებს მოუწოდა, პირველ ადგილზე დააყენონ მოქალაქეების ინტერესები და ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკური დისკურსის წინსვლას.

მისი თქმით, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს.