შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოშია

“ევროპული საბჭოს პრეზიდენტის”, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი უკვე საქართველოშია. შვედი დიპლომატი თბილისში დაახლოებით დილის 8 საათისთვის  ჩამოფრინდა. დანიელსონის შუამავლობით მოლაპარკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დღეიდან, დაიწყება, რომლის მიზანია,  ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ველოდები ძალიან დატვირთულ სამუშაო გრაფიკს პოლიტიკური პროცესის მონაწილე მხარეებთან სამი დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მოგვიანებით გავესაუბრები მედიას“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.