შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს ბრიფინგის დასრულების შემდეგ მესამედ ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ერთმანეთს უკვე მესამედ ხვდებიან. ინფორმაციას ადასტურებს ევროპული საბჭოს პრესსამსახურიც.

მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელთან, ჟოზეფ ბორელთან ერთად ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან ცოტახნისწინ განაცხადა, რომ პოლიტპატიმრების  გათავისუფლების საკითხი მას არ ეხება, ისევე როგორც ვადამდელი არჩევნები, რომელიც პრემიერმინისტრის თქმით, 2024 წელს გაიმართება.