შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მედიისთვის ერთობლივი განცხადების გაკეთება.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

შარლ მიშელი დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.