შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ზურაბიშვილს ხვდება

ამ წუთებში, ორბელიანის სასახლეში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება.

დანიელსონი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა, მისი  ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს დღეს, 13.00 საათზე შეხვდება.