შატალოვას შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის

თბილისში მოკლული ანასტასია შატალოვას მცირეწლოვანი შვილი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ზურაბ ბერიძის მეურვეობაში გადადის. ინფორმაციას ამის შესახებ, ადვოკატი ავრცელებს.

აღნიშნულ საკითხზე დავა სასამართლოში ანასტასია შატალოვას და ზურაბ ბერიძეს სასამართლოში ჰქონდათ. რამდენადაც ცნობილია, მაშინ მოსამართლემ ბავშვი დედის ზრუნვაში დატოვა.

27 წლის ანასტასია შატალოვა 18 ოქტომბერს მოკლეს.