შატილის სკოლის სასადილოს შენობა იწვის

ხევსურეთში, შატილის სკოლის სამზარეულოს შენობა იწვის. ხანძარი სავარაუდოდ გათბობის სისტემის აფეთქებამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მოსწავლეები და მასწავლებლები უვნებლად არიან.

ადგილზე გასულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და სასაზღვრო პოლიცია.