შაშკინი დემონსტრაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – მდინარაძე

ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ენმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი პისტოლეტით გადაადგილდება, რაც “გოიმობაა”.

“ბატონი დიმიტრი შაშკინი დემონსტრაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა, მართლა წარმოუდგენელი გოიმობაა, დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე”. – თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელშიც ჩანს, რომ დიმიტრი შაშკინი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იარაღით გადაადგილება. შაშკინის განმარტებით, მას იარაღის ტარების უფლება აქვს.