“გამომდინარე იმ რეალობიდან, რომელშიც მოგვიწია ცხოვრება, მე ვფიქრობ, ეს შედეგები კანონზომიერია. მოხდა ფორსმაჟორულ ვითარებაში ორპოლუსიანობის დაბრუნება ბოლო დღეების მოვლენების გამო და ამ ორპოლუსიანობამ დასვა ის შედეგი, რაც დასვა. ჩვენ დავბრუნდით იმ რეალობაში, რა რეალობაშიც გვაცხოვრებენ წლების განმავლობაში. თუმცა აქ მთავარი ინტრიგა ჯერ კიდევ არის შენარჩუნებული. ძალაუფლების ბედი წყდება საბოლოო ჯამში თბილისში. თბილისში ყველა შემთხვევაში იქნება მეორე ტური”

განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ფორმულას ეთერში. Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნებას 46% აქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობას– 33%, საქართველოსთვის – 6%.