შევთანხმდით,არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათებით იქნება შესაძლებელი – ვაშაძე

“შევთანხმდით,არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათებით იქნება შესაძლებელი”-ამის შესახებმ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს, ერთ-ერთი საკითხი რაზეც მხარეები შეთანხმდნენ არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათებით იქნება შესაძლებელი.

“ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით. ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება. რაც ძალიან მაგარი მიღწევაა – ეს 1 საათის მუშაობის შედეგია. ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ”, – განაცხადა ვაშაძემ.