“შევიდე პარლამენტში?” – შალვა ნათელაშვილი Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს. როგორც ნათელაშვილი აცხადებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ის ამ გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით მიიღებს.

“მას შემდეგ, რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა, რომ ლებორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი?”  – წერია შალვა ნათელაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.