შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება – ჯიმ რიში

”შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება “- აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში ”ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის შეთანხმების გაფორმებას ეხმაურება.

“ორშაბათს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ქვყეანას თვეებია უდგას. მადლიერი ვარ მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის ხელმძღვანელობის და ელჩი დეგნანის ლიდერობით შეერთებული შტატების საელჩოს გუნდის მიერ გაწეული დაუღალავი შრომის.

კომპრომისის პოვნა იყო პირველი ნაბიჯი, თუმცა შეთანხმების სიმტკიცის მთავარი ტესტი მისი შესრულება იქნება. ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას აქვთ პასუხისმგებლობა, შეასრულონ ეს შეთანხმება წერილობითაც და სულისკვეთებითაც, რათა აღდგეს პოლიტიკური ნდობა. როგორც არაერთხელ უკვე აღმინიშნავს, საქართველომ უნდა გაიაროს პოლიტიკური დევნის ეტაპი და იაროს ძლიერი და კეთილდღეობის მქონე ქვეყნის მშენებლობისკენ. ეს შეთანხმება ქვეყანას ამ მიმართულებით წაიყვანს, თუმცა შეერთებული შტატები, ამერიკის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჩათვლით, მჭიდროდ დააკვირდებიან ამ პროცესს.”- განაცხადა რიშმა.