“მე რასაც ვხედავ, ცალსახად არის ის, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების ხმები არ ჯამდება. მარტივად – არ ჯამდება. პირობითად, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გირჩის მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ დაუჭერს, ისევე როგორც, მე დიდუბეში ენმ-ს ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი არ დამიჭირა და დაუჭირა ანა დოლიძეს. ამიტომ, ჩვენ უნდა წავიდეთ საპირისპირო გზით. პროპორციული სისტემა იმისთვის რომ გვინდა, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს და რაც შეიძლება ფართო სპექტრი იყოს ოპოზიციის წარმოდგენილი და ჯამში ოპოზიციას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი ხმა, იგივე გზით არის სასიარულო.

გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული გირჩს, მაგრამ ჩემი პოზიცია გირჩის შიგნით იქნება ის, რომ გირჩს აქვს თავისი გზა. კი, შეიძლება განვიხილო [თბილისის მერობის კანდიდატობა]. გირჩმა თავისი გზა უნდა გაიაროს ყველანაირი ბლოკების გარეშე”

აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტვ პირველის ეთერში.