შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ჯერ არ მივიღეთ – ღარიბაშვილი კანდიდატის სტატუსზე

”უკრაინა არის ომში, დიდ ომში, უბედურებაშია და მოლდოვა არის მძიმე მდგომარეობაში. მათ ორივეს განუსაზღვრეს პირობები, ანუ დათქმები გაუკეთეს, ისევე, როგორც ჩვენ, მაგრამ ავანსად, რომ წაეხალისებინათ, ამის თაობაზე გამოვიდა საფრანგეთის პრეზიდენტი, საჯაროდ გააკეთა განმარტება, რომ უკრაინას აძლევენ სტატუსს იმის გამო, რომ უკრაინა არის ომში და ვალში ვართო, აქ რა არის გაუგებარი? მეორე, მოლდოვა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მეტი რისკები და გამოწვევები აქვთ და ვამბობთ, რომ მათაც განუსაზღვრეს პირობები და დათქმები, ანუ მათაც მისცეს საჩუქარი – დავარქვათ საჩუქარი. ჩვენ შემთხვევაში, ჯერ გვითხრეს რომ საჩუქარს ვერ მიიღებთ, მანამ, სანამ ამ პირობებს არ შეასრულებთ. მე თუ მკითხავთ, ვითვალისწინებ რა უკრაინის მძიმე მდგომარეობას, ომს, მოლდოვის მდგომარეობას და ამ ორივე ქვეყანას ჩვენ მიღწევებითა და შესრულებებით ყველაფერში ვუსწრებთ, ამის მიუხედავად, შეიძლება უკეთესიც იყოს ჩვენთვის, რომ ჯერ არ მივიღეთ ავანსად საჩუქარი და შემდეგ პირობების შესრულება არ მოგვთხოვეს, არამედ პირიქით, რატომ – აი, პოლარიზების დასრულება თქვენ რომ არ მოგწონთ, იმიტომ რომ იცით მარტო ჩვენი გასაკეთებელი არ არის, პოლარიზების დასრულებას საჩუქრის შემდეგ, ვაღიაროთ პირდაპირ, რომ მოტივაცია აღარ იქნებოდა იმდენი, რომ ასე ვთქვათ, ეს მომხდარიყო. ახლა მეტი მოტივაცია გვაქვს, ორივეს – მმართველ ძალასა და ოპოზიციას, რომ ეს პირობა შევასრულოთ.”

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.