შემდგომი 4 წელი იქნება კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები – გახარია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ფოთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” აღიარებს ფოთში უამრავი პრობლემის არსებობას, თუმცა მომდევნო 4 წელი ქალაქის აღმშენებლობას დაეთმობა.

“უნდა შევთანხმდეთ და გულწრფელები ვიყოთ ერთმანეთთან, რომ ფოთში ბევრი პრობლემაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა გითხრათ, რომ შემდგომი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, კონკრეტულად ფოთის აღმშენებლობის წლები.

იმიტომ, რომ ეს არა მხოლოდ ფოთს, არამედ მთლიანად ქვეყანას სჭირდება”,– თქვა გახარიამ.