შემთხვევების ზრდას ვერ ავცდებით, თუ არ შემოვიღებთ კარანტინს – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდას “ვერ ავცდებით, თუ ლოქდაუნს არ შემოვიღებთ.”

“ახალი შემთხვევების მზარდი რაოდენობის პირობებში და ამას ვერ ავცდებით, თუ არ შემოვიღებთ ლოქდაუნს და თუ არ შემოვიღებთ კარანტინს და ჩაკეტვებს, რისი გაკეთებაც ჩვენს ქვეყანას, განსხვავებით ევროპის და ამერიკის ქვეყნებისგან, არ უნდა”, – თქვა ცერცვაძემ.

მისივე განცხადებით, ლოქდაუნის არგამოცხადების მიზეზი საარჩევნო პროცესი და ეკონომიკაა.

“ჩვენ ამაზე არ მივდივართ, რათა მოსახლეობამ არ განიცადოს ის სერიოზული დისკომფორტი, რაც გვქონდა მარტში და აპრილში და არ მოხდეს ეკონომიკის ხელმეორედ გაჩერება და რეცესია. პლუს, ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, საარჩევნო პროცესი, რათა ოდნავ ჩრდილი არ მიადგეს ამ საარჩევნო პროცესს და ვიღაცამ არ თქვას, რომ მან ვერ გამოიჩინა სათანადო აქტივობა. იქნება ეს მიტინგები, თუ იქნება ეს შეკრებები, თუ სხვა იმიტორმ, რომ იყო ლოქდაუნი ან ჩაკეტვა”, — განაცხადა ცერცვაძემ.

მიუხედავა იმისა, რომ თენგიზ ცერცვაძე შეზღუდვების დაწესებას უარყოფს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დღეს შეზღუდვებზე უკვე იმსჯელეს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.