“შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები“– სააკაშვილის ვრცელი წერილი და “მიშას გზა“

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს რუსულ ენაზე და მისი გეგმების შესახებ საუბრობს. “ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ!“ – ასე მთავრდება მისი ვრცელი წერილი. ის ამბობს, რომ გეგმები აქვს უკრაინასთან და საქართველოსთან დაკავშირებით და ის გამარჯვებისთვის არის დაბადებული:

“რამდენიმე დღის წინ ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანმა ადამიანმა მკითხა, ვიცი თუ არა ზუსტად ჩემი გზა, ხომ არ ვვარდები ერთი უკიდურესობიდან მეორეში, ხომ არ ვხელმძღვანელობ ემოციებით და პირადი ამბიციებით, რევანშის წყურვილით და მტაცებლის ინსტიქტით, ხომ არ ჩამითრევს ეს მორევი და საერთოდ, საით ვმოძრაობ და რა გეგმები მაქვს. მინდა ამ ადამიანსაც ვუპასუხო და სხვებსაც ვუთხრა:

ხშირად მეკითხებიან რას ვაკეთებთ და რის მიღწევას ვცდილობთ. საქმე იმაშია, რომ მთელი ცხოვრება შედეგზე ვიყავი ორიენტირებული. მე პოლიტიკური მიმომხილველი და მოლაპარაკე თავი არ ვარ. სადაც  მიმუშავია, მე შედეგზე ვმუშაობდი და იმაზე, რომ ადამიანების ცხოვრება შემეცვალა, ქვეყნის ან ქვეყნების ცხოვრება შემეცვალა. ბევრ რამეში წარმატება მოვიპოვე, მაგრამ ეს პოსტი მომავალზეა და არა წარსულზე.

მივიღე პრეზიდენტ ზელენსკის წინადადება რეფორმების ნაციონალური რადას ხელმძღვანელის თანამდებობა დამეკავებინა,  იმიტომ რომ მინდა მას და უკრაინას დავეხმარო. ამიტომაც ჩვენ სრულიად კონკრეტული გეგმები გვაქვს და მათ, ვინც გვეკითხება, რატომ არ არის რეფორმები ვპასუხობ:

ჩვენ არ ვართ აღმასრულებელი ორგანო, მაგრამ ჩვენ ვართ იდეების გენერატორი. ჩვენ ძალიან კარგი ხალხი შევაგროვეთ და წინ ვივლით. ამ კვირაში ვამთავრებ სასამართლო რეფორმის კონცეფციას. ჩემს წინადადებებს პრეზიდენტს და რეფორმების რადას წარვუდგენ….“– ამბობს სააკაშვილი.

ამის შემდეგ სააკაშვილი სხვადასხვა რეფორმებზე საუბრობს, რომელთა განხორციელებას ის უკრაინაში გეგმავს, შემდეგ კი საქართველოსთან დაკავშირებულ გეგმებზეც წერს:

მთლიანობაში, უნდა იცოდეთ, რომ დიდი გეგმები მაქვს როგორც უკრაინასთან, ისე საქართველოსთან დაკავშირებით. მე დიდ ტრანსფორმაციას ვემხრობი. არ მჯერა ნახევარნაბიჯების და არ მჯერა პროცესის. მე მხოლოდ პროცესის შედეგის მჯერა.

ამ შემოდგომაზე მე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. ჩვენ ჩემი სამშობლოს, საქართველოს დამცირებას დავამთავრებთ რუსეთის წარმომადგენლის, ოლიგარქ ივანიშვილის მხრიდან და ქართულ სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ რელსებზე დავაბრუნებთ, თუნდაც ამისთვის პირადად მომიწიოს ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. დიახ, მე ვიბრძვი როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. დიახ, არ მაქვს პრეტენზია მაღალ თანამდებობებზე არცერთ ქვეყანაში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის ვუკავშირდები გაუმჯობესების და რეფორმების იმედს, და ამ ხალხს არ ვუღალატებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს.

რა სირთულეებიც არ უნდა იყოს, არასდროს–არასდროს–არასდროს არ დავნებდები და არჩამოვუშვებ ხელებს არც საზოგადოებრივ–პოლიტიკურ, არც პირად ცხოვრებაში.

დიახ, მე ბევრი იმედგაცრუება მაქვს, თუმცა ამავე დროს ზუსტად ვიცი, რომ ყველა ფრონტზე დიდი საქმეები და დიდი წარმატებები გველოდება ჩვენი ქვეყნების და იმ ხალხის საკეთილდღე:ოდ, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელთათვისაც ვცხოვრობ და ვაპირებ ვიცხოვრო მთელი დარჩენილი ცხოვრება. გარემოებებიდან გამომდინარ ენერგიის ისეთ მოზღვავებას ვგრძნობ, როგორიც დიდი ხანია არ მიგრძვნია. ყველაფერს, რასაც გავაკეთებ სიყვარულით გავაკეთებ,  სიყვარულისთვის და იმისთვის, რაც ჩვენზე მაღლა დგას– ჩვენი ქვეყნებისთვის და მათი საოცარი მოქალაქეებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველოც გამარჯვებებისთვის არიან დაბადებული! ჩემი თანამებრძოლები და ახლობელი ადამიანები გამარჯვებისთვის არიან დაბადებული! აი, ეს არის ჩემი გზა. შემომიერდით.

My way is Misha’s way and we gonna win! – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.