“ხომ არ შევედი მათთან ერთად, ყველაზე გვიან. ჯერ გადაწყვეტილება არც არის მიღებული შესვლაზე, ალბათ, ამ დღეებში მოვიწვევთ პოლიტკომიტეტს, მაგრამ გამოვიდეთ ერთად, აი, შემოვალ, ერთმანეთს მოვკიდოთ ხელი და დავტოვოთ პარლამენტი განცხადებით, და დამთავრდება რეჟიმი, ჩამოიშლება და რამდენიმე დღეში ახალი არჩევნები იქნება ყოველგვარი რევოლუციის გარეშე” 

ამის შესახებ, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.