შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან – დეკანოზი თადეოზი

დეკანოზი თადეოზ სარალიძე ბოდიშსს იხდის და შენდობას ითხოვს საზოგადოებისგან და  პატრიარქისგან. ამის შესახებ  ის სოციალურ ქსელში წერს.

“დეკანოზ თადეოზ სარალიძის შენდობის თხოვნის წერილი

მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.

 ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში.

 ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას დიდი კრიტიკა მოჰყვა. მის ქადაგებას გამოეხმაურა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), რომელმაც განაცხადა, რომ დეკანოზს ეპარქია შესაბამის პასუხისმგებლობას დააკისრებს.