შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან მოსამართლეობის კანდიდატებს – თალაკვაძე ოპოზიციაზე

“რატომ ამბობს წინასწარ უარს ეს პოლიტიკური პარტია მოსამართლეების კანდიდატურების განხილვის პროცესზე და იმ დისკუსიასა და პროცედურაზე, რომელიც უნდა ჩატარდეს პარლამენტში. მათ შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან კითხვები კანდიდატებს და აჩვენონ, დაუმტკიცონ საზოგადოებას ის, რასაც განცხადებებში ამბობენ. აქ არის პირდაპირი მცდელობა, რომ პოლიტიკური ჩარევა მოხდეს სასამართლოსთან დაკავშირებულ პროცესებზე”

ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე პარტია ლელოს განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი პარლამენტს დატოვებენ, თუ მოსამართლეთა დანიშვნა გაგრძელდება.