შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას – ცესკო

“ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას” – ამის შესახებ ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი.ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ გამორიცხავენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეორე ტურში მაჟორიტარობის ზოგიერთმა კანდიდატმა ხმების 100%-ზე მეტი მიიღო, .რაიმე სახის გარე ჩარევის გამო მოხდა.

“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.