შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა – ჯაღმაიძე მეუფე იაკობზე

“შესაძლოა, პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა”- საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში, მისი პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაინიშნა.

„მეუფე იაკობს გამცოდილება აქვს სტუდენტებთან ურთიერთობის, შეუძლია პრინციპულად საკითხები დააყენოს და დაიცვას. შესაძლოა, მისი ბევრი პირადი თვისებებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, არის ზოგიერთი დაფარული თვისება, რომელიც ასე არ ჩანს, ყოველდღიურად. ვნახოთ, რას მოიტანს, შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, პატრიარქის ილია მეორის გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონს მეუფე სპირიდონის ნაცვლად, მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

პანსიონის ახლადდანიშნულმა დირექტორმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ადრეა ჯერ საუბარი იმაზე, შეუშვებს თუ არა სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას პანსიონში.

”მე ახლა შემოსული ვარ, რომ სიტუაციას გავეცნო. გავეცნობი სიტუაციას, ჯერ ადრეა მაგაზე საუბარი, გავეცნობი სიტუაციას და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. დღესდღეობით სოციალური მუშაკები მუშაობენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები არიან. ასვეე, სხვადასხვა ორგანიზაციებიც იყვნენ შემოსულები და კითხვები დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ. ადრე რა იყო არ ვიცი, თუმცა დღევანდელ მდგომარეობაზე არ აქვთ და ადრეც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მე ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო” – ამბობს მეუფე იაკობი.