შესაძლოა, პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდებოდეს – სიმონიშვილი მთავარ არხში საგადასახადოს შესვლაზე

“შესაძლოა, პოლიტიკურ განცხადებებს უკავშირდებოდეს”- ასე ეხმაურება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შესვლას.

“ის, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის აი ეს ინსტრუმენტები ხელისუფლებას გამოუყენებია უკვე, ახალი არ არის. ადრეც გვინახავს ჩვენს მსგავსად გამოყენებული აი ეს ინსტრუმენტები. ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასება, რომ გარკვეული პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდა და მათ შორის, წინასაარჩევნოდ ხდებოდა.

დღესაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ იგივე ხდება. იგივე ხდება კრიტიკული მედიის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო მეტად გვიჩენს კითხვებს, რომ ეს შესაძლებელია გარკვეულ პოლიტიკურ განცხადებებს და გადაწყვეტილებებსაც უკავშირდებოდეს”, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტახნის წინ მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მთავარი არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახური შევიდა.