ხუთშაბათი, 18 აპრილი , 2024, 12:55

“შეტევაზეა გადმოსული, რაც დრო გავა ეს ამბავი მორალურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო დამძიმდება” – ბოკერია კალაძეზე

“აბსოლუტურად ნათელი გახდა უკვე. დღეს კიდევ ერთი დაგვირგვინება ვიხილეთ ამ ძალიან უტიფარი, საზოგადოებისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების, რასაც ივანიშვილის რეჟიმის ეს წარმომადგენელი, კალაძე ავლენს ამ ტრაგედიის ფონზე. იმის ნაცვლად რომ, რაც შეიძლება სწრაფად მიეღო გადაწყვეტილება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თაობაზე, შეტევაზეა გადმოსული, მათ შორის, იმ ფონზე, რაც გუშინ მოხდა, როცა ამ ტრაგედიაში მონაწილე ბავშვის პროპაგანდისთვის გამოყენების მცდელობა ჰქონდა.

რაც დრო გავა, აქედან გამომდინარე, ეს ამბავი მორალურად და პოლიტიკურად კიდევ უფრო დამძიმდება, ოღონდ ჩვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რას გვიქადის მთლიანად ივანიშვილი რეჟიმი, რომლის პროდუქტიც არის კალაძე და რატომ არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა, რომ ამ გზით ეს ქვეყანა აღარ წავიდეს და ეს რეჟიმი ჩამოცილდეს ხელისუფლებას”

აცხადებს გიგა ბოკერია თბილისის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებაზე.