შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე – ბოკერია

“შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე ” –  ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ  კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული 9-საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით,  ხელისუფლებას პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხზე “შეურაცხადი პოზიცია ჰქონდა”.

“პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადაც საჭირო იყო, მაგრამ განსაკუთრებით, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ – პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. შემექნა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება, ეს არის ერთადერთი ახსნა, რატომაც გაგრძელდა შეხვედრა ამდენ საათს.როგორ გაგრძელდება,  ამ ფაზაში ეს ამბავი დასრულებულია. მე ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე პოლიტიკურზე, ამ რეჟიმის წარმომადგენლების, ეს დაინახა ყველამ. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ახლო მომავალში ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, რომ ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს.  გვჭირდება ორი რამის გაგრძელება და გაღრმავება – ვგულისხმობ, საერთაშორისო თანამეგობრობის ღია მხარდაჭერას, რაც გულისხმობს ყველა ვარიანტში წნეხს და ქვეყნის შიგნით გაგრძელება – დაგეგმილი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე საპროტესტო მოძრაობის… 5 პუნქტი იყო პრეზიდენტ მიშელის დოკუმენტში – არც ერთ თემაზე გარღვევამდე ვერ მივიდა ვითარება, ოცნების პოზიციის გამო”, – განაცხადა  გიგა ბოკერიამ.