“შეფმა დამავალა რო დღეს ცუდად მოგესალმოო“– გოკა გაბაშვილი იხსენებს როგორ აწყენინა 2007 წელს ივანიშვილს და ღარიბაშვილს

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი, გოკა გაბაშვილი იხსენებს, როგორ აწყენინა 2007 წელს ბიძინა ივანიშივლს და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს:

“2007 წელს, ვენეციის ბიენალეზე საქართველოს პირველი წარდგენის მომზადებისას, ერთ ერთ სპონსორ, ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება მომივიდა. მე ვთვლიდი, რომ ბანერზე სამივე მონაწილის სახელი უნდა ყოფილიყო. ის თვლიდა, რომ მხოლოდ იმ ერთის სახელს დააწერდა, ვისაც თითონ თვლიდა საჭიროდ. მინისტრი ვიყავი და ჩემი გავიტანე. ეწყინა. მეორე დღეს ღარიბაშვილი მესტუმრა ( ეგ მოდიოდა ხოლმე მისი სახელით) და ცალყბად მომესალმა. რა ხდება, გეწყინათ თქო? – ღიმილით ვკითხე.

– ააა, მე არა, შეფმა დამავალა რო დღეს ცუდად მოგესალმოო- მომიგო შემდგომში საქართველოს პრემიერ მინისტრმა.“– წერს გოკა გაბაშვილი ფეისბუქზე.