შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას – სენატორი რიში

“შეშფოთებული ვარ ცნობებით, რომ ზოგიერთი პარტია პატივს არ სცემს შეთანხმებას” – სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, ჯიმ რიში  მოუწოდებს საქართველოს ყველა პარტიას, ხელი მოაწეროს და შეასრულოს 19 აპრილის შეთანხმება.

“მოხარული ვარ, რომ ჩვენი რეზოლუცია, რომელიც ყველა მხარეს მოუწოდებს 19 აპრილის ხელშეკრულების ხელმოწერისა და შესრულებისკენ, გამოვიდა კომიტეტზე. შეშფოთებული ვარ ცნობებით ზოგიერთი პარტიის შესახებ, რომლებიც პატივს არ სცემენ შეთანხმებას და არაკეთილსინდისიერად მოქმედებენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უთანხმოება წარსულში უნდა დატოვოს და შეთანხმების შესაბამისად იმოქმედოს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მომავლის მხარდაჭერას”, – აცხადებს რიში.

აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებით 22 აპრილს შეტანილი რეზოლუცია დარეგისტრირდა, რომელიც მხარეებს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციით, ასევე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება კვლავ მხარდაჭერილია.