შეცდნენ, გაუგებარია, თბილისში რატომ არ იყო შეთანხმება შესაძლებელი – ხოშტარია “ლელოზე”

პარტია “დროას” ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ “ლელო” შეცდა, როცა არ შეუერთდა თბილისში ოპოზიციურ კოორდინაციას.

“ჩემი აზრით, სასურველი იქნებოდა, რომ ლელო ყოფილიყო [შეთანხმების ნაწილი], მგონია, რომ შეცდნენ, როცა თბილისში ასე არ მოიქცნენ, მითუმეტეს, ვხედავთ, რომ ქვეყნის სხვადასხვა ადგილებში შეთანხმებები შედგა. გაუგებარია, თბილისში რატომ იყო ეს შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ლელოსაც განვიხილავ ოპოზიციად, უბრალოდ მათ ტაქტიკურად სხვა გზა აირჩიეს ამ საარჩევნო ციკლში”,– თქვა ხოშტარიამ “კავკასიის” ეთერში.

მისივე განცხადებით, არასერიოზულია, რომ ბადრი ჯაფარიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდება.

“შანსი იმისა, რომ ლელო გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე, ბევრად უფრო არასერიოზულია ეს განაცხადი, თუმცა ბადრი ჯაფარიძეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ, ფაქტია, რომ აქ არის პარტიების გაერთიანება და იქ უბრალოდ ლელო. იგივე ლელოს კანდიდატს, არ მგონია, ილუზია ჰქონდეს, რომ მოიგებს”,– აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, პარტია “ლელო საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილია, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ბადრი ჯაფარიძე იბრძოლებს.