“შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ

“შეცვალე” და “სირცხვილია” პარლამენტთან აქციას მართავენ.  ისინი ბიძინა ივანიშვილის გუნდს მოუწოდებენ საკონსტიტუციო ცვლილებების  ფინალურ  კენჭისყრამდე 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს  და  გიორგი რურუა პატიმრობიდან გაათავისუფლოს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში.

ეს დღე ალბათ შევა ისტორიაში, როგორც ძალიან გარდამტეხი, რადგან დღეს მესამე მოსმენით უნდა მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელმაც უნდა წაგვიყვანოს უფრო დასავლური, ცივილური, თანამედროვე საარჩევნო სისტემისკენ, რომელიც გვიტოვებს შანსს, რომ არ მივებათ რუსეთს და დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახს. ჩვენ 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტის შესრულებისთვის ვართ აქ მოსული, – განაცხადა მაქარაშვილმა.

დღეს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით უნდა უყაროს კენჭი საკონსტიტუციო ცვლილებებს.