შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი – შაშკინი Deepfake-ზე კობახიძის ბრალდებაზე

“შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი, იქიდან აქვს ეს ტერმინოლოგია” – ასე ეხმაურება, განათლების ყოფილი მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, დიმიტრი შაშკინი, ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის, წინასაარჩევნოდ Deepfake-ების გამოყენების ბრალდებას.

“ბიძინას აბოლებენ, რომ რადგან ხელში ჩაიგდეს საარჩევნო კომისიები, არჩევნებს გააყალბებენ. ის ვერ გაითვალისწინეს, რომ კანონმდებლობა აძლევს საშუალებას ნებისმიერ მოქალაქეს იყოს მეთვალყურე. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას Deepfake-ზე, რთულია ეს ექიმებთან… იმიტომ, რომ უნდა შეწყვიტოს პორნოსაიტებზე ძრომიალი და ყურება, რადგან ეს ტერმინოლოგია იქიდან აქვს”, – განაცხადა შაშკინმა.