“ელენე ხოშტარია არის ოპოზიციის წარმომადგენელი. ის, რა თქმა უნდა, თვითონ ირჩევს იშიმშილოს თუ არ იშიმშილოს. მე მინდა მას ვუთხრა, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს კანონით დადგენილი სამედიცინო მომსახურება, რაც მოშიმშილე პატიმარს ეკუთვნის, არ არის საჭირო დამატებით ვინმეს შიმშილობა. ამიტომ შემიძლია ვუთხრა კოლეგიალურად, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას, მითუმეტეს ახლა, როდესაც საქართველო და მსოფლიო ჯერ კიდევ რჩება პანდემიის პირობებში”

თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პალიტრანიუსის ეთერში. ცნობისთვის, დროას ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში მეორე დღეა შიმშილობს. ის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.