“შეხვედრებზე კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ევროპა არამხოლოდ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. მადლობას ვუხდი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ამ გზაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის.

რეგიონულ გამოწვევებზე და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, ასევე ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობაზე ვისაუბრე ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, რომელმაც თავის საცხოვრებელ რეზიდენციაში მიმასპინძლა. გენერალური მდივანი რჩება საქართველოს მტკიცე და ძლიერ მხარდამჭერად ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში”

განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ.