შვარცნეგერმა სამეზობლოში ასფალტი საკუთარი ხელით დააგო – ვიდეო

მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა სამეზობლოში ასფალტი საკუთარი ხელით დააგო. როგორც ცნობილია, გზის შეკეთებას სამეზობლო  სამი კვირის განმავლობაში ელოდებოდა. შვარცნეგერმა, ასფალტზე ორმო კი საკუთარი ძალებით ამოავსო.

გადავწყვიტე შემეკეთებინა გზის ორმო, რომელიც ჩვენს სამეზობლოს კვირების განმავლობაში აწუხებდა. ყოველთვის ვამბობ, მოდით ნუ ვიწუწუნებთ, სჯობს რამე მოვიმოქმედოთ. – წერს არნოლდ შვარცნეგერი სოციალურ ქსელში.