შვედეთი არ არის წარმატებული მაგალითი, იქ სიკვდილიანობა 120-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვენთან – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ კორონავირუსის გამო შეზღუდვების არდაწესების მაგალითად შვედეთი მოჰყავთ ხოლმე, რაც წარმატებული მაგალითი არ არის.

მინისტრის თქმით, სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე შვედეთში 120-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში.

“აქ მესმოდა, რომ შვედეთის მაგალითი მოყავთ, რომ იქ არ დაუხურიათ, იქ უფრო ლიბერალურად მიუდგნენ და ა.შ. რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო უფლებამოსილია საკუთარი გზა აირჩიოს, მაგრამ ეს არ არის წარმატებული მაგალითი, იქ სიკვდილიანობის მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 120-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში და მოსალოდნელი ეკონომიკური კლება ორჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში, 7-8%”,- ამბობს თურნავა პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას.