შვედეთში მედპერსონალი აღარ ყოფნით. ხელისუფლება შეზღუდვებს აწესებს

პირველად პანდემიის დაწყებიდან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სკოლები ონლაინ სწავლებაზე გადადიან. შემზღუდავი ზომა 13 წელზე უფროს ბავშვებს ეხებათ. 16 წელს გადაცილებული მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე მთელი ქვეყნის მაშტაბით ერთი კვირის წინ გადავიდნენ. ხელისუფლების განცხადებით შობის წინ აუცილებელია დამატებითი ზომები ვირუსის შესაკავებლად.

შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც ლოქდაუნი არ შემოუღია. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში სწრაფად იზრდება, დედაქალაქის საავადმყოფოების კოვიდ განყოფილებები და რეანიმაციები 99%–ით არის გადავსებული. ექიმები წინასწარმეტყველებენ, რომ მალე საწოლების უკმარისობის პრობლემა საავადმყოფოებში მთელი ქვეყნის მაშტაბით დადგება.

ცოტა ხნის წინ ბლუმბერგი წერდა, რომ შვედეთი ასევე შეეჯახა მედპერსონალის მასობრივ წასვლას საავადმყოფოებიდან. შვედეთის პროფესიონალ მედიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარის, სინევე რიბეიროს აზრით ეს საავადმყოფოებში უკიდურესად გადატვირთული განრიგით არის გამოწვეული.

მედპერსონალის უკმარისობა, განსაკუთრებით ექთნების ქვეყანაში ჯერ კიდევ პანდემიამდე იგრძნობოდა. კოვიდ პაციენტების მოზვავების შემდეგ კი ექიმები პრაქტიკულად შაბათ– კვირასაც კი აღარ ისვენებდნენ. დასვენების ერთადერთ გზად მათთვის სამსახურიდან წასვლა დარჩა – წერს გამოცემა.

სკანდინავიელი მეზობლები – ფინეთი და ნორვეგია სტოკჰოლმს ნებისმიერ დახმარებას სთავაზობენ – პერსონალის, აღჭურვილობის და მედიკამენტების, ზოგ შემთხვევაში კი დაავადებულთა ტრანსპორტირების ჩათვლით. თუმცა შვედეთის ხელისუფლება ამბობს, რომ ჯერჯერობით სიტუაციას საკუთარი ძალებით უმკლავდება.