შვეიცარიამ ლუკაშენკოს აქტივები გაყინა

ბელარუსში არადემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გამო შვეიცარია ალექსანდრ ლუკაშენკოს ყველა აქტივს ყინავს. როგორც შვეიცარიის მთავრობაში აცხადებენ, ლუკაშენკო და მისი შვილი ვიქტორი იმ 15 პირს შორის არიან რომელთაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

„შვეიცარია შეშფოთებულია ბელარუსში არსებული დაძაბულობით და მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას დიალოგისკენ მოუწოდებს”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შვეიცარია ბელარუსში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და უსაფრთხოების ძალების მიერ განხორციელებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებული ბრალდებების გამოძიებას მოითხოვს.