შვილმოკული მამები შსს-სთან აქციას მართავენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში მომხდარი გახმაურებული საქმეების ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.

როგორც “სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა აცხადებს, შს მინისტრს მორალური უფლება არ აქვს, რომ თანამდებობაზე იყოს და ის უნდა გადადგეს.

„ვინ იქნება შემდეგი, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც დღეს მუსირებს ქალაქში. შს მინისტრს, რომელსაც ამდენი მკვლელობა აქვს დღის, კვირის, თვის, წლის განმავლობაში, არ აქვს მორალური და პოლიტიკური უფლება იმყოფებოდეს თანამდებობაზე და აგრძელებდეს სამინისტროს მართვას, რადგან ვერ მართავს ან მართავს, ამიტომ შს მინისტრი უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ თანამდებობიდან“, – აცხადებს ზვიად კუპრავა.

აქციაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილების ოჯახის წევრებს.

მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან სამართალდამცველები.