შიმშილობის მე-15 დღეს კობახიძე, მდინარაძე და პაპუაშვილი ხოშტარიას სანახავად მივიდნენ

შიმშილობის მე-15 დღეს, მმართველი გუნდის  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი შალვა პაპუაშვილი პარლამენტში მოშიმშილე ”დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად მივიდნენ.

გუშინ, შიმშილობის მე-14 დღეს ელენე ხოშტარიას სანახავად ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრები, დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო და მიხეილ სარჯველაძე მივიდნენ.

დიმიტრი ხუნდაძემ  ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა რომ მისი მდგომარეობა საყურადღებოა და არ იზიარებს, ნინო წილოსანის აზრს , რომელმაც თქვა რომ ხოშტარია სახელმწიფოს შანტაჟს ცდილობს, ხუნდაძემ ამასთან დაკავშირებიღ განაცხადა რომ ამას შანტაჟი არ შეიძლება ეწოდოს, თუმცა, ეს ვითარებას ძაბავს.

“ვისაუბრეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. პოლიტიკურ ასპექტებს არ შევხებივართ, რომ არ გადაგვეტვირთა ქალბატონი ელენე, დამატებითი საფიქრალი არ მიგვეცა კიდევ მისთვის. ნუ, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ამ ვითარებაში, ჩემი, როგორც ადამიანური დამოკიდებულებით, ასევე როგორც ექიმის, ყველაზე საყურადღებო, ქალბატონი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობაა. გამომდინარე იქიდან, რომ ის რეალურად შიმშილობს და მისი მდგომარეობა დღითიდღე კიდევ უფრო საყურადღებო ხდება”, – ამბობს ხუნდაძე.