შსს-მ დააკავა პირი, რომელიც ბათუმში ოჯახში შეიჭრა და 51 წლის კაცს დაზიანებები მიაყენა

შსს-მ დააკავა პირი, რომელიც დღეს ბათუმში ხიმშიაშვილების სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა და ოჯახის ერთ-ერთ წევრს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.

შსს–მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

ყაჩაღობის მსხვერპლის, 51 წლის კაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის თქმით, მას ორივე თვალ-ბუდის არეში ესკორაციები და მოტეხილობები აღენიშნება.