შსს-ში 30 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს, დანაშაულის 60% გაუხსნელია – ფლანგვის დეტექტორი

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2017-2021 წელს შსს-ს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 3.5 მილიარდი ლარი დაიხარჯა. მიუხედავად ამისა, დანაშაულების 60%–ზე მეტი გაუხსნელი რჩება.

“სამინისტროში დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება და 2021 წლის მონაცემებით 30,500 ადამიანია დასაქმებული.

დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება აგრეთვე მუდმივად იზრდება და 2017-21 წლებში დაფინანსების 63%, 2.26 მილიარდი ლარი, ხელფასებში დაიხარჯა.

მიუხედავად ამისა, დანაშაულის რაოდენობაც იზრდება და 2017-დან 2019 წლამდე თითქმის გაორმაგდა, 2020-ის შეზღუდვებთან ერთად შემცირდა, თუმცა შემცირდა გახსნილი საქმეების პროცენტიც.

 2017-2021 წლებში საქართველოში 241,106 დანაშაული დარეგისტრირდა, მაგრამ მათი მხოლოდ 38%, 92,689 დანაშაული არის გახსნილი”,– აცხადებს ფლანგვის დეტექტორი.