შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა. რა გახდა მისი ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

“15-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. ასე და ამგვარად”, – წერს ჯავახაძე. 

ნინო ჯავახაძე ამჟამინდელი პრემიერის, გიორგი გახარიას მოადგილე იყო ჯერ ეკონომიკის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა სამინისტროში.