ჩამოვალ, ვიმუშავებ 1 ლარად, ერთი პირობით” – რა პირობით ჩამოვა გიორგი ფხაკაძე საქართველოში

“ჩამოვალ, ვიმუშავებ 1 ლარად, ერთი პირობით”- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცახდებს. მისი თქმით, თუ იქნება პოლიტიკური პარტიების თანხმობა და ერთობა, მზადაა ჩამოვიდეს და მიხედოს ჯანდაცვას. ჯანდაცვის ექსპერტი ასევე ამბობს, რომ მზად არის იმუშაოს 1 ლარად და იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

“მე გიორგი ფხაკაძე, ვერასდროს ვიქნები ვერცერთი პარტიის წევრი. არავის მხარეს არ ვარ. მე ვარ პროფესიონალი, მე მიყვარს ჩემი საქმე, მე ვმუშაობ და ვაკეთებ იმას, რაც მე მიყვარს და ვიცი. შესაბამისად, ჩემი წინადადება არის ძალიან მარტივი – დიდი სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში, ვიმუშავებ 1 ლარად, ოღონდ ერთი პირობით: ყველანი შეიკრიბეთ, მთავრობა ოპოზიცია, ის პატარა პარტიებიც, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდით.

უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიია, დასხდნენ, ხო ვერაფერზე რიგდებიან. არ მინდა ხელფასი, იმის ნერვები არ მაქვს, რომ თქვან, ფხაკაძემ ბიუჯეტის ფული აიღოო. აგერა ვარ გიორგი ფხაკაძე, გთავაზობთ, ყველანი შეიკრიბეთ, მთავრობა ოპოზიცია, ის პატარა პარტიებიც, ვინც პარლამენტში ვერ მოხვდით და იფიქრეთ, აგერ არის ფხაკაძე და როგორ შეიძლება ფხაკაძე გამოიყენოთ. ფხაკაძე ჩამოვა და თქვენ უთხარით, ბატონო გიორგი, ჩვენ გვინდა:  A, B, C, D, ეს გვინდა, ეს გვინდა. – განაცხადა გიორგი ფზაკაძემ.