ჩემი აზრით, პოზნერი შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა – ინჯია

“ევროპელი სოციალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ რუსი  პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი “შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა”.

“ჩემი აზრით ის [ვლადიმირ პოზნერი] შედის იმ ჯგუფში, რომელსაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები, რომელიც არის აქ, საქართველოში. მის უკან დგას რუსეთის გარკვეული წრეები. მე არა მგონია, რომ ეს 87 წლის კაცი იყოს მონაწილე, მაგრამ, იმ 50 კაცში, რომელიც მასთან ერთად ჩამოვიდა… ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს. კერძოდ, მე მაქვს მხედველობაში გავრილოვი. ის გავრილოვის ღამე იყო, გუშინ იყო პოზნერის ღამე”, — განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიზანი რევოლუციაა, ამიტომ მათ ქვეყნის ეკონომიკის დანგრევა უნდათ.