ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, შემიძლია შევხვდე – კუჭავა რიონის ხეობის მცველებზე

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა რიონის ხეობის მცველებს პასუხობს, რომ მისი კარი ღიაა.

“გამიჩნდა სურვილი და ჩემი აპარატიდან დაუკავშირდნენ შეხვედრასთან დაკავშირებით ვარლამ გოლეთიანს. ძალიან მარტივი მიზეზით, რომ გამოეცნო და რეალურად მომესმინა რამდენად არის და ისინი ხედავენ საშუალებას, რომ პარლამენტი ჩაერთოს ამ დისკუსიაში, შეიქმნას სპეციალური ჯგუფი და მოკლე ვადებში მოხდეს პოზიციებს დაახლოება, ან იქნებოდა შეთანხმება მიღწეული ან არა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია ეს პროცესი ყოფილიყო საჯარო.

ჩემი კარები ყოველთვის ღიაა, თუ მათ სურვილი ექნებათ, მე შემიძლია შევხვდე რამდენი ადამიანიც შედგება, რომ კონსტრუქციული საუბარი შედგეს”,– თქვა კუჭავამ.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის შეთავაზება, თვლიან თუ არა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები საჭიროდ პარლამენტის ჩართულობას.