“ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ!”- ღარიბაშვილის ცოლის ძმა სარალიძეს პასუხობს

“ჩემი მისდამი გინებაც ავთენტურად ჩათვალეთ!” – პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გუშინ ზაზა სარალიძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ ღარიბაშვილზე კრიტიკული პოსტების გამო მას და მის ოჯახს ემუქრებიან.