ჩემი სურვილია, პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს, ეს მხოლოდ ენმ-ის შემოსვლით მოხდება – ბადრი ჯაფარიძე

“ჩემი სურვილია, პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს, ეს მხოლოდ ენმ-ის შემოსვლით მოხდება”- ”ლელოს“ თავმჯდომარის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლით, ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდება.

„ჩემი სურვილი იქნება, რომ პარლამენტში ოპოზიციური ფლანგი გაძლიერდეს. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შემოსვლის შედეგად. რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგი იქნება ოპოზიციური ფლანგისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დასაცავად და იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი სრულად განხორციელდეს. საბოლოოდ „ნაციონალური მოძრაობის“გადასაწყვეტია, თუმცა, ეს ჩემი სურვილია. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.