ჩემს შვილს რამე თუ არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს – მიხეილ გახელაძე

“ჩემს შვილს რამე თუ არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს”- რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული, ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე  მადლობას უხდის მოქალაქეებს გვერდში დგომისთვის და ამბობს, რომ თუ მის შვილს მიცემულ ვადაში არ გაათავისუფლებენ გააკეთებს ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალია”, ოპოზიციაა თუ ვინ არის. ვინც გვერდში დაგვიდგა, ყველას მადლობას ვუხდი. დღეს არის ლომისობა, ლომისის მადლს და ძალას ვფიცავ, სამთავისის ეკლესიის წინაშე ვფიცავ, მე თუ კიდევ მოვითმინო და ასე გავჩერდე. დილას განცხადება გავაკეთე, რომ „როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმის”. ამ სიტყვებს ჩავიდებ გულში და თუ ჩემს შვილს რამე არ ეშველება, გავაკეთებ ისეთ რაღაცას, რომ ისტორიაში დაიწეროს“, – განაცხადა მიხეილ გახელაძემ.